Georgian Flag საქართველო
  მოკლე ისტორიული ექსკურსი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე თბილისის გუბერნიიის სიღნაღის მაზრაში   შედიოდა . 1921 წლიდან საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ - ტერიტორიული დაყოფით სიღნაღის მაზრაში , 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია .

თანამედროვე ლაგოდეხი უძველესი ისტორიული ტერიტორიის ადგილას აღმოცენდა , რომელიც ჯერ ალბანთა ქვეყნის შემადგენლობაში შედიოდა , შემდეგ ჰერეთის ადრეფეოდალური ხანის ქართულ სახელმწიფოებრივ ერთეულში , შემდეგ კი დამოუკიდებელ ფეოდალურ სამთავროდ ჩამოყალიბდა . მოგვიანებით რანთა და კახთა სამეფოს შემადგენლობაშია , ხოლო შემდეგ კახეთის სამეფოსთან ერთად ერთიანი ფეოდალური საქართველოს ორგანული   ნაწილია .

ლაგოდეხის სახელწოდება პირველად მოიხსენიება ჯუანშერის მატეანეში » ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგგორგასალისა », რომელშიც დამოწმებულია ტოპონიმი « ლაკუასტი », ანუ « ლაკვასტი » ( ფუძე –« ლაკვა »_ სულხან საბას განმარტებით წყლიან ადგილს ნიშნავს ).

ლაკუასტის სახელით ცნობილია ციხე - სიმაგრე , რომლის ფრაგმენტიც ქალაქ ლაგოდეხში ყაზბეგის ქუჩაზეა შემორჩენილი . ისტორიული წყაროები ლაკუასტის ციხეს მეფე არჩილის (668-718) სახელს უკავშირებენ . ასევე ცნობილია , ის ფაქტიც , რომ მე -7 საუკუნეში ,   ლაგოდეხის ბუნების სილამაზით მოხიბლულმა მეფე არჩილმა ააგო საზაფხულო რეზიდენცია « მაჭის ციხე »( თოღა ), რომელიც მდებარეობს მდ . მაწიმისწყლისა და ბნელი ხევის შესართავთან , ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე .

თვით ტოპონიმი « ლაგოდეხი » უფრო გვიან მე XI- - ში გვხვდება და XIX საუკუნის დასაწყისისთვის საბოლოოდ მკვიდრდება . 1831 წელს აქ დაარსდა სამხედრო   დასახლება ამავე სახელწოდებით , რომელიც 1857 წელს სამოქალაქო დასახლებად გადაკეთდა .   იმავე წლიდან საფუძველი ჩაეყარა დაბას , სადაც თანდათანობით ჩასახლდა ქართული მოსახლეობა .

შაჰ - აბასის შემოსევებისა და მოძალებული ლეკიანობის შემდეგ ჰერეთის უძველესი მიწა , დღევანდელი ლაგოდეხის ტერიტორია , ქართველებისგან სრულიად დაიცალა . მეფის რუსეთი გეგმაზომიერად ახორციელებდა არაქართველი მოსახლეობის ჩამოსახლების პოლიტიკას . ერთი - მეორის მიყოლებით იქმნებოდა რუსული დასახლებები . ასეთი დასახლებებია სლობოდკა ( დღევანდელი კალინოვკა ), რომანოვკა . . .

მოწინავე ქართველი ინტელიგენცია კარგად ხედავდა , რომ   ქართული ფუძის ყოფნა არყოფნის საკითხი საფრთხის ქვეშ იდგა . ილია ჭავჭავაძის , წერა - კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სათავადაზნაურო ბანკის აქტიური მოღვაწეობის შედეგად იწყება იმერეთის , რაჭისა და კახეთის რაიონებიდან ქართველთა მასობრივი ჩამოსახლება ლაგოდეხში . სწორედ ილიასა და მისი თანამოაზრეების შედეგია ის , რომ ლაგოდეხის ტერიტორიას ქართული სული  შეუნარჩუნდა .        

იმერლებმა , რაჭველებმა , მეგრელებმა , სვანებმა , გურულებმა . . . . . მოიყარეს თავი ამ პატარა და უაღრესად კოლორიტულ კუთხეში .

ქართველებთან ერთად აქ ჰარმონიულად თანაცხოვრობენ რუსები , პოლონელები , აზერბაიჯანელები , ოსები , სომხები . . . .

ლაგოდეხის მოსახლეობის ნაციონალურმა თუ კუთხურმა მრავალფეროვნებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ცალკეული სოფლებისა თუ საკუთრივ ქალაქის უბნებისა და დასახლებების ჩამოყალიბებაზე .

  რომანოვკა ( ალ . ყაზბეგის , ვაჟა - ფშაველა , . გურამიშვილის ქუჩა ). სახელწოდება მიიღო რუსეთის სამეფო გვარიდან , რომანოვების 300 წლისთავის აღსანიშნავად . იგი რევოლუციამდე ცალკე ტერიტორიულ ერთეულს წარმოადგენდა და არ შედიოდა ქალაქის შემადგენლობაში . 1918 წელს რომანოვკა , როგორც ცალკე ერთეული გაუქმდა და ლაგოდეხს გადაეცა . რომანოვკის ტერიტორიაზე მდებარეობს ციხე - სიმაგრე ლაკუასტი და წმინდა ნიკოლოზის ეკლესია .

  კალინოვკა ( ახალგაზრდობის , კავკასიონის და მეგობრობის ქუჩები ). 1857_1859 წლებში ალექსანდრე პირველმა აქ პოლონეთის აჯანყების მონაწილეები ჩაასახლა . მოგვიანებით , მეფის მთავრობამ აქ რუსები და უკრაინელები ჩამოასახლა . 1920 წელს აქ გაიხსნა კალინინის სახელობის კოლმეურნეობა და უბანს ხელოვნურად ეწოდა კალინოვკა

ვაშლოვანი _( ვაშლოვანმის ქუჩა ) _ სახელწოდება მიიღო ძველი ნასოფლარისგან , რომელიც ლაგოდეხის ჩრდილო - დასავლეთით მდებარეობს , სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე . სწორედ ლაგოდეხის ვაშლოვანია აღწერილი . გოგებაშვილის მოთხრობაში « იავნანამ რა ჰქმნა

ჯავახლების უბანი   ( ჯანელიძის ქუჩა ) _ სახელწოდება მიიღო აქ კომპაქტურად დასახლებული მესხების გამო , რომლებიც საქართველოს დემოკრატიული მთავრობის მიერ 1918 წელს იქნენ ჩამოსახლებულნი . ქალაქ ლაგოდეხის გარდა მესხები ცხოვრობენ სოფელ ხიზაბავრაში და ხიზაში .

 

 

სოფელ სვიდების მოსახლეობის განცხადება პეტიციის წარდგენის თაობაზე

home

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.  მის: ქ. ლაგოდეხი, ქიზიყის 25,  საქართველო 2700. ტელ: 0 (354) 22 -14 -14 , E-Mail: lagodekhis.mun@gmail.com