Georgian Flag საქართველო

ისტორიული ძეგლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე

  ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი , აგებული XIX საკუნუნის ბოლოს , ტაძარში ინახება ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლი . ტაძრის გახსნაზე იმყოფებოდნენ რომანოვების საგვარეულოს წარმომადგენლები , რადგან ხატი ითვლებოდა სამეფო გვარის მცველად . გასაბჭოების შემდგომ ტაძარი დახურეს , მოანგრიეს გუმბათები . 1924 წლიდან შენობაში ,, კომკავშირის კლუბი ”, ხოლო შემდგომში კინოთეატრი განათავსეს , მეორე მსოფლიო ომის დროს კი სამხედრო საწყობად აქციეს .

  ტაძრის ხელახალი აღორძინება 90- იანი წლების ბოლოს დაიწყო , ეკლესიის აღდგენას სათავეში ნეკრესელი მიტროპოლიტი მეუფე სერგი ( ჩეკურიშვილი ) ჩაუდგა .

  1998 წლის 4 ნოემბერს ( ყაზანის ღვთისმშობლის ხსენების დგეს ) საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის ილია II ლოცვა - კურთხევით ტაძარი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა .

  ქალაქის ჩრდილო - აღმოსავლეთით მთის ფერდობზე მდებარეობს ,, მონასტერი დიდთა ძალისა ლაგოდეხი ” (IX .) სამნავიანი ბაზილიკის სტილს წარმოადგენს .                   

,, მონასტერი დიდთა ძალითა ლაგოდეხი ” - ( IX_X . .)

სამნავიანი ბაზილიკა , მონასტრის სახელწოდება პირველად გხვდება მეთერთმეტე საუკუნის 20- იანი წლების დოკუმენტში ,, დაწერილი მელქისედეკ კათალიკოსისა მცხეთის სვეტიცხოვლისადმი .

ციხე - სიმაგრე ლაკუასტი ,,-( VIII .) მდებარეობს . ლაგოდეხის ტერიტორიაზე ,

ციხის მშენებლობა უკავშირდება წმიდა მოწამე მეფე არჩილის სახელს .

მაჭის ციხე ( თოღა ) და კარის ეკლესია - (V-XII . .) ციხე - სიმაგრე მდებარეობს ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე , მდინარეების მაწიმის წყალის და ბნელი ხეობის შესართავთან . თავდაპირველად წარმოადგენდა მაჭის საერისთავოს ცენტრს , ხოლო შემდგომში გახდა საქართველოს მეფეების საზაფხულო რეზიდენცია . მეთოთხმეტე საუკუნის ბოლოს აოხრებულ იქნა თემურ - ლენგის მიერ , მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში , შაჰ - აბას პირველის შემოსევის დროს , საბოლოოდ დაკარგა ფუნქცია .

ღვთისმშობლის ეკლესია _ ხოშატიანი - (XI .) დარბაზული ტიპის ეკლესია ,

გვიან მიშენებული სამრეკლოთი . სამრეკლოს საძირკველში მდებარეობს ლეგენდარული , ურჩხულებთან მებრძოლი გმირის ხოშატის საფლავი .

წმ . სამების ეკლესია ფონაში (XI .) დარბაზული ტიპის ეკლესია , დასავლეთის მხრიდან გვიან პერიოდში (XIII . ) მიშენებული სამრეკლოთი .

წმ . თეოდორე ტირონის ეკლესია _ XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი _ თავდაპირველად რიყის ქვით ნაგები სამეკლესიანი ბაზილიკა . მდებარეობს სოფელ ლელიანში . XVI საუკუნეში რესტავრირებისას მას შუა თაღის ადგილას კარვისებური სახურავით დასრულებული აგურის რვამალიანი სამრეკლო დააშენეს . ვარდისუბნის ღვთიშობლის მიძინების ეკლესია _ . . « გერმანული კირხა », აშენებულ იქნა გერმანელი კოლონისტების მიერ XX საუკუნის დასაწყისში . ეკლესია აგებულია გოთურ სტილში .  

 

სოფელ სვიდების მოსახლეობის განცხადება პეტიციის წარდგენის თაობაზე

home

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.  მის: ქ. ლაგოდეხი, ქიზიყის 25,  საქართველო 2700. ტელ: 0 (354) 22 -14 -14 , E-Mail: lagodekhis.mun@gmail.com