Georgian Flag საქართველო

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძლის შექმნის ისტორია

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის დაარსების   ინიციატორი , კავკასიის ფლორისა და ფაუნის მკვლევარი ლუდვიგ მლოკოსევიჩი იყო . 1903 წელს მან პირველად წამოჭრა , საიმპერატორო აკადემიის წინაშე , საკითხი ლაგოდეხის ხეობის ნაკრძალად გადაქცევის შესახებ . რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიამ , ამ საკითხის შესასწავლად ლაგოდეხში ( ტარტუს ) უნივერსიტეტის პროფესორი , მეცნიერებათა აკადემიის წევრ - კორესპონდენტი , ნიკოლოზ ივანეს ძე კუზნეცოვი (1864—1932) მოავლინა . მან ლუდვიგ მლოკოსევიჩთან ერთად ლაგოდეხის ხეობაში რამდენიმე ექსპედიცია მოაწყო . ექსპედიციის შედეგად გაირკვა , რომ ლაგოდეხის ხეობაში არსებული მცენარეული საფარი წარმოადგენს მესამეული პერიოდის ფლორის იშვიათ მცენარეებს , რომლის უმრავლესობა არის ვიწრო - ლოკალური   ენდემური სახეობები . რუსეთის იმპერიის კანონმდებლობით არ იყო გათვალისწინებული სანაკრძალო სისტემის შექმნა , სწორედ ამიტომ ლაგოდეხის ხეობის ნაკრძალად გამოცხადება გაჭიანურდა . სამწუხაროდ , ლუდვიგ მლოკოსევიჩი გარდაცვალების გამო ვერ მოესწრო თავისი ოცნებების განხორციელებას . მისი საქმე ნიკოლოზ კუზნეცოვმა   გააგრძელა

 1911 წლის 8 ივნისს კუზნეცოვმა საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის წინაშე კვლავ დასვა ლაგოდახის ხეობის , როგორც ბუნების უნიკალური ძეგლის დაცვის საკითხი . რუსეთის   საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიამ   ამ საკითხის მოსაგვარებლად სპეციალური კომისია შექმნა . მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად ამ საკითხის შესწავლაში თავისი წვლილი რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებამ შეიტანა და 1912 წელს ხეობის 3500 ჰა ნაკრძალად გამოაცხადა .

  მეორედ ნაკრძალი უკვე საბჭოთა ხელისუფლების დროს , 1929 წელს დაიბადა , 1935 წელს კი გაფართოვდა   და მას სალესავის ხევისა და ბნელი ხეობის მდინარეთა აუზები მიუერთდა . 1945 წელს ნაკრძალს ალპური და სუბალპური იალაღებიც მიუერთეს . ამ მოვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა , რადგან ნაკრძალმა უკვე ლაგოდეხის   რაიონში არსებული კლიმატური ზონებისა და ლანდშაფტების მთელი სპექტრი მოიცვა . საბჭოთა კავშირის   არსებობის ბოლო წლებში მისი ტერიტორია 17 818 ჰა ­_ მოიცავდა . აქედან 12 146 ჰა ტყით იყო დაფარული , მინდვრებსა და ალპურ იალაღებს 4 889 ჰა , ხოლო კლდეებსა და ნაშალს   539 ჰა ეკავა .

2003 წელს დაცული ტერიტორიის გაფართოებისა და მის ფუნქციონირებაში ახალი სფეროს _ ტურიზმის განვითარების ინტეგრირების მიზნით ლაგოდეხის ნაკრძალის ბაზაზე შეიქმნა ორი დაცული ტერიტორია : ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი ( 22 266 ჰა ) და ლაგოდეხის აღკვეთილი ( 1 992 ჰა ), შედეგად , ლაგოდეხის დაცულმა ტერიტორიამ მისი ძირითადი როლის ბუნების დაცვის პარალელურად საგანმანათლებლო და რეკრეაციული ფუნქციაც შეიძინა .

 

სოფელ სვიდების მოსახლეობის განცხადება პეტიციის წარდგენის თაობაზე

home

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.  მის: ქ. ლაგოდეხი, ქიზიყის 25,  საქართველო 2700. ტელ: 0 (354) 22 -14 -14 , E-Mail: lagodekhis.mun@gmail.com