Georgian Flag საქართველო

ტურისტული   მარშრუტები : სამოგზაურო პერიოდი ლაგოდეხის ნაკრძალში იწყება მაისის თვიდან და გრძელდება ნოემბრამდე .   თავისი უნიკალურობითა და ხელშეუხებელი ბუნებით   ლაგოდეხის ნაკრძალი სამოგზაურო _ სათავგადასავლო , ეკო ­_ კულტურული ტურიზმის მოყვარული   უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს . ტურისტული მარშრუტი ითვალისწინებს ფეხით ან ცხენებით გასეირნებას , კარვებში ღამისთევას , პიკნიკების მოწყობას   მისთვის სპეციალურად განკუთვნილ ადგილებში .

       ტურისტული მარშრუტები   ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე :

1. ერთდღიანი ტური _ ,, ლაგოდეხის ჩანჩქერი “_ მარშრუტი იწყება ნაკრძალის ცენტრალური შესასვლელიდან და მიემართება ტყის ბილიკით მდ . ,, შრომის ხევის ხეობის სიღრმეში . გზად გაივლით ხელშეუხებელ წიფლნარსა და შერეულ კორომებს ( რცხილა , ცაცხვი , ნეკერჩხალი , ბოკვი )  

  ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ ნახონ კლდეებიდან გადმონადენი წყაროები და მინერალური გოგირდოვანი წყლები . შესაძლებელია გარეული ნადირის ნახვაც ( დათვი , შველი , ირემი , ღორი , მაძვი , მელა ) ტურის ძირითადი სანახაობაა ლაგოდეხის ჩანჩქერი , რომლის ვარდნის სიმაღლეა 10 მეტრი და მდებარეობს ზღვის დონიდან 620 მეტრზე . მარშრუტის ხანგრძლივობაა 5-6 საათი . სიგრძე 10 კმ ._ საშუალო სირთულის გზა .

2. ერთდღიანი ტური _ « გურგენიანის ჩანჩქერი »

მარშრუტი იწყება სოფელ გურგენიანის დაცული ტერიტორიის შესასვლელიდან და მიემართება ბილიკით მდ . ნინოს ხევის ხეობაში ფართოფოთლოვანი ტყის საფარქვეშ .

ტურის ძირითადი სანახაობაა გურგენიანის ჩანჩქერი , ვარდნის სიმაღლე 55 მეტრი და მდებარეობს ზღვის დონიდან 850 მეტრზე .

მარშრუტის სიგრძე 15 კმ . საშუალო სირთულის გზა .

3. ერთდღიანი ტური მაჭის ციხე ».

მარშრუტი იწყება სოფ . მაწიმის დაცული ტერიტორიის შესასვლელიდან და ტყის ბილიკით მიემართება მდ . მაწიმის წყლის ულამაზესი ხეობის სიღრმეში . გზად შეგვხვდებათ ქვეტყის მრავალფეროვანი სახეობა , რომელიც მკვეთრად გადაიზრდება ფართოფოთლოვან ტყეში .

ტურის ძირითადი სანახაობაა : მაჭის ციხე - ქალაქი , რომელიც აგებულია წმ . არჩილ მეფის მიერ , VII საუკუნეში , და ასრულებდა საზაფხულო რეზიდენციის ფუნქციას . მას განსაკუთრებულ მიმზიდველობას მატებს მიწისქვეშა გვირაბების რთული სისტემა და ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული სანახაობა _ გალავანი , პატარა ეკლესია და . .

4. სამდღიანი ტური _ « შავი კლდეების ტბა »

მარშრუტი იწყება სოფ მაწიმიდან და მიუყვება « მიტოს სერის » მიმართულებით . ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე კავკასიაში ერთადერთ რცხილნარს გაივლით , მრავალფერად ნაირბალახოვანი სუბალპური მდელოები კი ზღვის დონიდან 2000 მეტრზეა გადაშლილი , აქედან შეიძლება სამხრეთ _ აღმოსავლეთით მაღალ - მთის მუხნარის , ჩრდილოეთით არყიანის და სამხრეთ _ დასავლეთით წიფლნარის ხშირი ტყეების სილამაზით დატკბეთ . აქ შეიძლება ნახოთ უიშვიათესი კავკასიური როჭო , ხოლო « პრინცის ბინასთან » შესასვენებლად მისულებს , ამ ადიგილას ირანის შაჰის ძმის . ეგზოტიკური სტუმრობის ამბავს მოგიყვებიან .

მარშრუტის მთავარი სანახაობაა : ვრცელი დეკიანი , რბილი ბალახის კუნძულები გამყინვარების პერიოდის ჭაობები და ტბები რაც ალპური სარტყელის მშვენებაა , მთავარი კი აქაური ლანდშაფტისთვის უჩვეულოდ დიდი « შავი კლდეების ტბა » და შედარებით მომცრო « საბატკნეს ტბაა », რომლებზეც მცურავ კუნძულებს ნახავთ . მარშრუტის სიგრძე 65 კმ - ია .

 

სოფელ სვიდების მოსახლეობის განცხადება პეტიციის წარდგენის თაობაზე

home

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.  მის: ქ. ლაგოდეხი, ქიზიყის 25,  საქართველო 2700. ტელ: 0 (354) 22 -14 -14 , E-Mail: lagodekhis.mun@gmail.com