Georgian Flag საქართველო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული მდებარეობა ,

საზღვრები , მოსახლეობა და   კლიმატური პირობები

  ლაგოდეხი ერთ - ერთი უძველესი და ულამაზესი კუთხეა , რომელიც ჰერეთის ძირძველ მიწაზე საქართველოს უკიდურეს ჩრდილო - აღმოსავლეთით , მდინარე ალაზნის ვაკეზე , მის მარცხენა მხარესაა განლაგებული . მუნიციპალიტეტი ზღვის დონიდან 200-3500 მეტრზეა განლაგებული .   ჩრდილოეთით მას რუსეთის ფედერაციის დაღესტნის რესპუბლიკა , აღმოსავლეთით აზერბაიჯანი ( ბელექნის რაიონი ), აგრეთვე ყვარელის , გურჯაანის , დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება .

მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელია ზომიერად ტენიანი სუბტროპიკული კლიმატი . მაღალ სიმაღლეებზე კლიმატი ზომიერად ტენიანია , ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით . ქვედა ზონები ხასიათდება ნაკლებად ცივი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით .

ლაგოდეხის მუნუიციპალიტეტის ტერიტორია მოიცავს 890,2 კმ 2- .   მუნიციპალიტეტში შედის ერთი ქალაქი და 14 ტერიტორიული ორგანო . ( სამოცდასამი სოფელი )

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 52502    მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს ქალაქი ლაგოდეხი წარმოადგენს . მოსახლეობა შეადგენს 8000. მანძილი დედაქალაქამდე 160 კმ - ია ,

ქალაქის მოსახლეობა _ 8000 ადამიანი

სოფლის მოსახლეობა _ 44502 ადამიანი

Preview 

 

სოფელ სვიდების მოსახლეობის განცხადება პეტიციის წარდგენის თაობაზე

home

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.  მის: ქ. ლაგოდეხი, ქიზიყის 25,  საქართველო 2700. ტელ: 0 (354) 22 -14 -14 , E-Mail: lagodekhis.mun@gmail.com