Georgian Flag საქართველო

ფლორა და ფაუნა

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის   ფლორის მრავალფეროვნება გასაკვირი არ უნდა იყოს _ ნაკრძალში სიმაღლეთა სხვაობა 3000 მეტრია და ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე ჰაბიტატთა მონაცვლეობა , დაბლობში ჭალის ტყეებით დაწყებული და მაღალ მთაში თითქოს უსიცოცხლო კლდეებით დამთავრებული , თავისთავად იწვევს ისეთ მრავალფეროვნებას , როგორიც საქართველოს არცერთ დაცულ ტერიტორიაზე არ გვხვდება . ენდემიზმის დონე აქ გასაოცარია . ლაგოდეხის ფლორის 121 სახეობა კავკასიის , ხოლო 9 საქართველოს ენდემია . ამ უკანასკნელთაგან 7 თავად კახეთის ვიწრო ენდემს წარმოადგენს .

ლაგოდეხი საუკეთესოდ შემონახული ტყეებით არის განთქმული , რომელთა დიდი ნაწილი სრულიად ხელუხლებელია . მათ შორისაა წიფლისა და რცხილას ქალწულებრივი ტყეები , რომელთა ანალოგი საქართველოში სხვაგან არსად გვხვდება . აქა - იქ პატარ - პატარა ნაკვეთებად გვხვდება ქართული მუხის ტყე და შერეული ფოთლოვანი ტყეები . სუბალპურ სარტყელში , ჯერ ნეკერჩხლის კორომებს , შემდეგ კი მაღალმთის მუხის ტყეს შე  ხვდებით . სუბალპური და ალპური მდელოების საზღვარი კი , როგორც თითქმის ყველგან კავკასიაში , დაბალ , თოვლისგან და ზვავებისგან დაბრეცილ არყის ხის ტყეს უკავია . ზღვის დონიდან დაახლოებით 2300 მერტზე ტყის ზოლი არყნარით მთავრდება და ადგილს მარადმწვანე დეკის ბუჩქნარს უთმობს , რომელიც ლაგოდეხში დაახლოებით 2700 მეტრამდეა გავრცელებული . ალპური კლდეები აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის და მისი ფრთოსანი მეზობლის _ კავკასიური შურთხის სამფლობელოა . მათზე ოდნავ დაბლა ცხოვრობენ არჩვები . ამ ლამაზი მთის ანტილოპის ნახვა ლაგოდეხში ჯიხვის სიახლოვესაც შეიძლება . ლაგოდეხში ადვილად ნახავთ ირემსაც , რომელიც ჩვეულებრივ ფოთლოვანი ტყის ბინადარია , მაგრამ აქ ხშირად ალპურ მდელოებზეც ადის . ტყეებში კი საკმაოდ ხშირია შველი _ ეს მომცრო , სწრაფი ცხოველი ჩვენი ბუნების ერთ - ერთი ყველაზე გრციოზული და ლამაზი ბინადარია . ლაგოდეხის ჭალებში ბინადრობს გარეული ღორი - მასიური , ძლიერი და საკმაოდ გონიერი ცხოველი .

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული მტაცებლებიდან ყველაზე დიდი მურა დათვია , რომლის კვალს აქაურ ტყეებსა და მთებში თითქმის ყველგან ნახავთ . სხვა მტაცებლებიდან გვხვდება მგელი , მელა , ფოცხვერი , ტყისა და კლდის კვერნები და ტყის კატა .

 

სოფელ სვიდების მოსახლეობის განცხადება პეტიციის წარდგენის თაობაზე

home

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.  მის: ქ. ლაგოდეხი, ქიზიყის 25,  საქართველო 2700. ტელ: 0 (354) 22 -14 -14 , E-Mail: lagodekhis.mun@gmail.com