Georgian Flag საქართველო

არქეოლოგია

  არქეოლოგიური გათხრები მდიდარ მასალას გვაწვდის ჰერეთის უძველესი წარსულის შესახებ . ცნობილი არქეოლოგები : ნიორაზე , ჭუმბურიძე , ფიცხელაური , ყვავაძე , ადასტურებენ ამ მხარის უნიკალურობასა და მნიშვნელობას .

1921-1924 წლებში ლაგოდეხის სამ სოფელში _ კავშირში , ლელიანსა და აფენში არმოენილ იქნა სასანურ - ქუფური მონეტები .

1976 წელს კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ , სოფელ ულიანოვკაში მდინარე კვირიას წყალსა და ალაზნის შესართავთან , აღმოჩენილ იქნა ენეოლითის ხანის ნამოსახლარები « წითელი გორები », « დამწვარი გორა »;

1985 წელს მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირზე _ ტყეში არქეოლოგიურმა ექსპედიციამ   აღმოაჩინა ყორღანები , რომლებიც სავარაუდოდ ადრებრინჯაოს დასასრულითა და შუაბრინჯაოს დასაწყისით თარიღდება .

გვიანბრინჯაოს დასასრულით თარიღდება სამაროვანი , რომელიც აღმოჩენილ იქნა სოფელ ანანაურში ერთ - ერთ საკარმიდამო ნაკვეთში . სამაროვანი , ასევე აღმოჩენილია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღდადში ( ადრეფეოდალური ხანა ),   სოფელ ვარდისუბანში ( ანტიკური ხანა ), სოფელ ბაღდადში , სოფელ ულიანოვკაში ( გვიანბრინჯაოს ხანა ), ჭაბუკიანში ( ანტიკური პერიოდი ). სამარხებში აღმოჩენილია თიხის ჭურჭელი , ნამგლისებური სპილენძის იაღაღი , ბრინჯაოსა და სარდიონის სამკაული , დოქები , სამფეხა ვაზები , ლახტისთავები და სხვ .

  ხშირად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობა სამეურნეო სამუშაოების შესრულებისას პოულობდა არქეოლოგიური თვალსაზრისით მეტად მანიშვნელოვან საგნებს . მაგალითად , 1894 წელს სოფელ ჭიაურში არმოუჩენიათ მცირე ზომის თუნგულა , სამფეხა თეფში , ქოთანი , რომლებიც მოხსენიებული აქვს   იესენს თავის ნაშრომში .

ყოველივე ეს არის ძალზე მცირე ჩამონათვალი იმ არქეოლოგიური მონაპოვარისა ,   რაც   ლაგოდეხის ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი . აქვე , უნდა აღინიშნოს , რომ არქეოლოგიური კუთხით , ლაგოდეხი , სათანადოდ არ არის შესწავლილი .   

 

სოფელ სვიდების მოსახლეობის განცხადება პეტიციის წარდგენის თაობაზე

home

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.  მის: ქ. ლაგოდეხი, ქიზიყის 25,  საქართველო 2700. ტელ: 0 (354) 22 -14 -14 , E-Mail: lagodekhis.mun@gmail.com